loader

გიგა ავალიანის დედა პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება - "პროკურატურავ მადლობა! აი, რა მაყვირებდა!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგა ავალიანის დედა პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება - "პროკურატურავ მადლობა! აი, რა მაყვირებდა!"

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პროკურატურის მიერ გავრცელებულ ძალადობის ამსახველ კადრებს ეხმაურება.

"პროკურატურავ მადლობა!!! აი, რა მაყვირებდაააა!!! გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები!!!!! ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომში?!" - წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა.

პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდზე.