loader

"გთხოვთ, მიშველეთ" - გიორგი სანდუხაძე ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გთხოვთ, მიშველეთ" - გიორგი სანდუხაძე ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს

გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი თქმით, ექინოკოკის უმძიმესი ფორმა აქვს - კისტები მოდებულია ხერხემალზე და შესულია ზურგის ტვინში. გიორგი სანდუხაძეს თანხა ოპერაციული ჩარევისთვის სჭირდება.

"ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მძიმე პრობლემები და ყველას უჭირს… მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩა, გარდა იმისა, რომ ისევ თქვენ მოგმართოთ - გადარჩენისთვის.

ბევრმა თქვენგანმა იცის ჩემი მდგომარეობა. უკვე მესამე წელია ვებრძვი სიცოცხლეს. მაქვს ექინოკოკის უმძიმესი ფორმა - კისტები მოდებულია ხერხემალზე და შესულია ზურგის ტვინში. ვსვამდი ერთადერთ მედიკამენტს, რომელიც კისტების შეკავებას ახერხებს, მაგრამ ბოლო ორი თვეა ვერ ვსვამ, რადგან წამალი ძალიან ძვირია და შეძენა ვერ შევძელით.

ბოლო დღეებია მდგომარეობა საგანგაშოდ დამიმძიმდა: ისეთი ტკივილები მაქვს, რომ საწოლიდან ვერ ვდგები, გადაადგილება აღარ შემიძლია. სტამბოლში ჩემს მკურნალ ექიმს დავუკავშირდი - მითხრა, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალია ოპერაციული ჩარევა (კისტების ამოსუფთავება) და მკურნალობის გაგრძელება. სხვა გზა აღარ არსებობს.

გთხოვთ, მიშველეთ… ვეღარ ვუყურებ დედაჩემის ტანჯვას - ჩემი და ჩემი 15 წლის, აუტისტური სპექტრის მქონე ძმის გამო, რასაც ყოველდღე გადის.

ამ პოსტის დადება ჩემთვის სიკვდილთან გათანაბრებული იყო, მაგრამ სხვა არაფერი შემიძლია.

გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ გადავრჩე.

საბანკო მონაცემები:

საქართველოს ბანკი

მიმღები: თამარ იარაჯული (დედა)

IBAN:

#GE33BG0000000101172380

თიბისი ბანკი

მიმღები: თამარ იარაჯული (დედა)

IBAN:

#GE51TB7475345063300022

Tamar Tamuna Iarajuli

PayPal: @Tiarajuli

https://paypal.me/TIarajuli?country.x=GE&locale.x=en_US" - წერს გიორგი სანდუხიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.