შსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1968 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის
სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი ქურდობებისთვის იძებნებოდა.სამართალდამცველებმა მ.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულში დააკავეს.დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.