რას წერს ილიაუნის რექტორი, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მათ მხოლოდ პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობების ფაკულტეტებზე შეეძლებათ სტუდენტების მიღება
"უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონიმიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების
ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე მოაგვარეს. გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა! p. s. საბჭოები ახლა იკრიბებიან," - წერს ილიაუნის რექტორი, ნინო დობრჯგინიძე სოციალურ ქსელში.
დღეს, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ განათლების რეფორმის მიხედვით, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობების ფაკულტეტებზე შეეძლებათ სტუდენტების მიღება. კვოტები დამტკიცდა სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაშიც.