როგორ ეხმაურებიან "ინფლუენსერები" პროკურატურის მიერ გავრცელებულ უმძიმეს კადრებს?
ორი დღის წინ პროკურატურის მიერ გავრცელებულმა კადრებმა სრულიად ქვეყანა შეძრა. გავიგეთ, რომ გიგა ავალიანის მკვლელობამდე, მის საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი და გიორგი რიკაძე სისტემატურად უსწორდებოდნენ სხვა მოზარდებსაც, თან ამას აკეთებდნენ წინასწარ შეთანხმებით.
სამივე მათგანს ბრალი დაუმძიმდა და გუშინ სამივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათი მშობლები ორი დღეა შვილების მართლების რეჟიმში არიან. ეს განსაკუთრებით აღიზიანებს საზოგადოებას, რომელიც ძალადობის ამსახველი კადრების შემდეგ შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოდის.
ბოლო ორ დღეში თითქმის ყველა სოციალური ქსელი ამ თემით არის აჭრელებული. ცნობილი ინფლუენსერები ეკა კუპატაძეს მხარდაჭერას უცხადებენ და აკრიტიკებენ ბრალდებულების მშობლებს:
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც
ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.