loader

ამ წუთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.

როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, დღევანდელი შეკრება სპონტანურად დაიგეგმა. მათი თქმით, ფართომასშტაბიანი აქცია 15 თებერვალს, დედაენის ბაღში გაიმართება.

სტუდენტების განცხადებით, ქვეყნის განათლების სისტემა საფრთხის წინაშეა, ამიტომ გამოსავალი მათი თქმით, წინააღმდეგობაშია.

„განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს მივმართეთ და შეხვედრაც შევთავაზეთ, თუმცა მინისტრი არ გამოცხადდა. ჩემი პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე მათთან საუბრის აზრს ვერ ვხედავ - გამოსავალს მხოლოდ წინააღმდეგობაში ვხედავ“, - აცხადებს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წევრი, ხალიბეგ მოგამედოვი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

ამ დროისთვის უნივერსიტეტის შენობის წინ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები სიტყვით გამოდიან.