loader

"ნია იმნაძის "ოჯახი" სუფრაზეც კი თავს იწონებს, რომ ნიას ვერ დაიჭერენ... არ იქნება სახელმწიფო სამართალი?! იქნება ჩემი სამართალი!" - ეკა კუპატაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნია იმნაძის "ოჯახი" სუფრაზეც კი თავს იწონებს, რომ ნიას ვერ დაიჭერენ... არ იქნება სახელმწიფო სამართალი?! იქნება ჩემი სამართალი!" - ეკა კუპატაძე

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე მო­რიგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ მას უკავ­შირ­დე­ბა უამ­რა­ვი არას­რულ­წლო­ვა­ნი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მათ ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ.

კუ­პა­ტა­ძის თქმით, ამ თე­მა­ზე ალა­პა­რაკ­და სკვერ­ში მომ­ხდა­რი ცე­მის თვითმხილ­ვე­ლიც.

"და­მი­კავ­შირ­დნენ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი (მშობ­ლე­ბიც), რო­მელ­თაც ფი­ზი­კუ­რად პი­რა­დად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ეს ვე­ლუ­რე­ბი! ალა­პა­რაკ­და სკვერ­ში ცე­მის თვითმხილ­ვე­ლე­ბი!

ნია იმ­ნა­ძის ად­ვო­კატს, გი­ორ­გი ლე­კიშ­ვილს, ვუ­მე­ო­რებ უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბულ სა­ჯა­რო მო­თხოვ­ნას!!! იპო­ვე ერთი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც გიგა ავა­ლი­ა­ნის­გან ახ­სოვს რა­ი­მე სა­ხის გა­დაც­დო­მა, თუნ­დაც ღრმა ბავ­შვო­ბა­ში! მო­თხოვ­ნა ერ­თა­დერ­თია, მან უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ ნამ­დვი­ლად იც­ნობ­და გიგა ავა­ლი­ანს!!! ან, სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­დე ბო­დი­ში და აღი­ა­რე, რომ ოჯახ­მა შე­გიყ­ვა­ნა შეც­დო­მა­ში! მკვდა­რი ვერ ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ლა­პა­რა­კობს მკვდრის დედა!!! ახა­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბი გად­მო­ე­ცე­მა ორ­შა­ბათს, მაგ­რამ მა­ნამ­დე მო­გა­წო­დებთ რამ­დე­ნი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას!

1) რი­კა­ძის ად­ვო­კა­ტი, კახა წე­რე­თე­ლიც, ფიქ­რობს დაც­ვა­ზე უა­რის თქმას!

2) ჩი­ქო­ვა­ნის ად­ვო­კატ­მა ძველ­მა ბიჭ­მა ,"გამ­ხი­ტა"-მ, ჩა­მო­ყა­რა ყუ­რე­ბი!

3) ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბის მი­ხედ­ვით, გიგა ავა­ლი­ანს, სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს მკვრი­ვი, ბლაგ­ვი საგ­ნის, შუბ­ლში პირ­და­პი­რი დარ­ტყმით!!!

4) ქვა­ზე დღეს არ ვი­სა­უბ­რებ, ჟურ­ნა­ლისტს ვუ­ტო­ვებ ექ­სკლუ­ზივს!

5) ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია ფო­ნოს­კო­პი­უ­რი (ხმის) და ჰა­ბი­ტოს­კო­პი­უ­რი (ვი­ზუ­ა­ლის) ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რომ­ლი­თაც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია გა­ბაშ­ვი­ლიც, რი­კა­ძეც და ჩი­ქო­ვა­ნიც!( მშობ­ლე­ბის სინ­ქრონ­ში ლაყ­ბო­ბა რა თქმა უნდა ტყუ­ი­ლია!)

6) ძმე­ბი ჩი­ქო­ვა­ნე­ბი, რი­კა­ძე და გა­ბაშ­ვი­ლი, ოთხი­ვე, არის სკი­ნ­ჰე­დი (ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი)!!!!!

7) და­მი­კავ­შირ­დნენ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი (მშობ­ლე­ბიც), რო­მელ­თაც ფი­ზი­კუ­რად პი­რა­დად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ეს ვე­ლუ­რე­ბი! ალა­პა­რაკ­და სკვერ­ში ცე­მის თვითმხილ­ვე­ლე­ბი!

9) არ არ­სე­ბობს სკო­ლა "ინ­ტე­ლექ­ტი"-ში მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვი­საც ნია იმ­ნა­ძე თხოვ­და, და­მეხ­მა­რე გიგა ავა­ლი­ა­ნი მა­ვიწ­რო­ვებ­სო! (არა­და სა­ჯა­როდ იტყუ­ე­ბო­და ჩი­ქოვ­ნე­ბის დედა!)

10) ნია იმ­ნა­ძის "ოჯა­ხი" სუფ­რა­ზეც კი თავს იწო­ნებს, რომ "ნიას ვერ და­ი­ჭე­რენ" !!! ნია იმ­ნა­ძის "ოჯა­ხო", არ იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­მარ­თა­ლი?!?!?! იქ­ნე­ბა ჩემი სა­მარ­თა­ლი!!!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.