"მეტროს რეაბილიტაცია არაა დასრულებული და შესაბამისად, რადგან სამუშაოები მიმდინარეობს შეფუთულიც ამიტომაა" - რას პასუხობენ მოქალაქეებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში?
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მგზავრების ყურადღება განახლებულ მეტროში არსებულმა ახალმა სკამებმა მიიქცია.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, ეს სკამების საბოლოო ვიზუალი არ არის და დასრულების შემდეგ, ამ ფორმით არ იქნება.
„ეს სკამების საბოლოო ვიზუალი არ იქნება.
არაა დასრულებული და შესაბამისად, რადგან სამუშაოები მიმდინარეობს შეფუთულიც ამიტომაა.
მს “ვარკეთილის” რეაბილიტაციის დასრულების ზუსტ ვადას ვერ გეუბნებით, ვინაიდან ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და გადაიწია თარიღმა. სამუშაოები მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.