ყველაფერი, რაც ზურა ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას შესახებ არის ცნობილი და კიდევ რომელ გახმაურებლ საქმეებში ფიგურირებს მისი სახელი?
დღეს, თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2021 წელს, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე დაიგეგმა, რაც ათეულობით წლის წინანდელ კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება.
პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა - გურამ და დავით კაკულიებმა - განიზრახეს კრიმინალური ავტორიტეტის გია კვარაცხელიას შვილის, ნიკოლოზის მკვლელობა. მოტივი: მათი მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით კაკულიას გამო შურისძიებაა, რომელიც 2001 წელს მოსკოვში მოკლეს. კრიმინალურ წრეებში გავრცელებული ხმების თანახმად, ამ მკვლელობის დამკვეთად სწორედ გია კვარაცხელია მიიჩნეოდა.