რატომ დატოვა ქვეყანა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა - რას განმარტავს ლევან დავითაშვილი?
რატომ დატოვა ქვეყანა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა? - ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ მისი უცხოეთში გამგზავრება წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება.
მისივე თქმით, საქართველოში დაბრუნებას კვირის ბოლოს გეგმავს.. დავითაშვილი 2 დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.
უწყების დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და ამ თემასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხებოდა.
მოგვიანებით, სუს-ში განმარტეს, რომ დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ რომ ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებების მხრიდან სწორედ ისეთივე ზომები გატარდეს, რომელიც რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოიყენეს.