loader

ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება - ტრაგედიის დეტალები კალიფორნიიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება - ტრაგედიის დეტალები კალიფორნიიდან

კალიფორნიის ტაჰოს ტბის რეგიონში მაშველებმა ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი იპოვეს.

ოფიციალური პირების თქმით, დაღუპული მოთხილამურის ცხედრები ჯერ კიდევ თოვლშია ჩარჩენილი და მათი ამოყვანა ამინდის არასათანადო პირობების გამო ჯერ ვერ ხერხდება.

დაღუპულთა შორის შვიდი ქალი და ორი მამაკაცია.

ნევადის ოლქის შერიფმა შენან მუნმა განაცხადა, რომ მეცხრე დაკარგული მოთხილამურის ძებნა გრძელდება.

ცნობისთვის, სამშაბათს, კასლ პიკის ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შემდეგ, თხუთმეტი მოთხილამურე დაკარგულად გამოცხადდა. მოგვიანებით, მაშველებმა ექვსი მათგანის გადარჩენა შეძლეს.