loader

რას ამბობს გია ხუხაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს გია ხუხაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებაზე?

ექსპერტ, გია ხუხაშვილის განცხადებით, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს იმედი ჰქონდა, რომ საკითხი სხვაგვარად დარეგულირდებოდა, თუმცა საბოლოოდ, როცა სიტუაციის უპერსპექტივობა იგრძნო, კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა.

„ახალგაზრდა კაცია, როდემდე უნდა მჯდარიყო ციხეში?! ხვდებოდა, რომ ხელისუფალი არასდროს გამოუშვებდა. ახალ და ახალ საქმეებს „შეუკერავდა“. შესაბამისად, გარიგებაზე წავიდა. ბაჩიაშვილის დაპატიმრების მიზანი თავიდანვე ხომ არ ყოფილა ციხეში ჩასმა ან პოლიტიკური დევნა, მოტივი იყო ძალიან ბანალური - ფული, როგორც ჩანს. ფული „აახიეს“, რითაც მისი ციხეში ყოფნის საჭიროება გაქრა.

იმედი ჰქონდა, რომ საკითხი სხვანაირად დარეგულირდებოდა. იმედი გადაეწურა, სიტუაციის უპერსპექტივობა იგრძნო და გატყდა“, - განაცხადა ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი".