რომელი ცნობილი ქართველი მომღერლის დეიდაა კაკულიების დედა და ვინ იყო მამა "დათო თბილისკი"
თბილისის პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ბრალდების მხარის მტკიცებით, 22 წლის ტექნოლოგიური სტარტაპერის სიცოცხლე 25 წლის წინ მოსკოვში მომხდარ კრიმინალურ გარჩევას შეეწირა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს არის ამბავი ორ გავლენიან "კანონიერ ქურდს" შორის არსებულ მტრობაზე, რომელიც მამებმა დაიწყეს და ერთ-ერთი "ქურდის" შვილებმა გააგრძელეს.
ვინ იყო დავით კაკულია, იგივე "დათო თბილისკი"?
დავით კაკულია კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. იგი 1963 წელს თბილისში დაიბადა და მისი ცხოვრების გზა ადრეულ ასაკშივე დაუკავშირდა ქურდულ ტრადიციებს.
ამ საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ძმები კაკულიების დედის, ეკა გოგლიძის ჩვენებაა. იგი მომღერალ ქრისტინე იმედაძის დეიდაა. გოგლიძე ადასტურებს კავშირს გიორგი კავილაძესთან, თუმცა უარყოფს, რომ მისმა შვილებმა ნიკო კვარაცხელიას შესახებ რაიმე იცოდნენ.
მეორე მხარეს კი ნიკო კვარაცხელიას დედაა, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა შვილის დასაკრძალად. მისი ტრაგედია კიდევ უფრო მძიმეა იმის გათვალისწინებით, რომ ნიკო არასოდეს ყოფილა კრიმინალური სამყაროს ნაწილი – იგი იყო ახალგაზრდა, რომელიც მომავლის ტექნოლოგიებსა და ქვეყნის განვითარებაზე ოცნებობდა.დღეს ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია მძიმე ბრალდების წინაშე დგანან.
თუ დადასტურდება, რომ ნიკოს მკვლელობა მართლაც 20 წლის წინანდელი ვენდეტის ნაწილი იყო, ეს გახდება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კრიმინალური წარსული ადრე თუ გვიან ყველაზე სასტიკ ფორმებში ბრუნდება. წაიკითხეთ სრულად