"იმ დილას დამირეკეს უნივერსიტეტიდან, რომ კომაში იყო...ნიკა გვარამიას ვთხოვე, იქნებ შენ დაურეკო და გაარკვიოთქო, ნიკასთვის უთქვამთ..." - მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების ტრაგიკულ დღეს იხსენებს
პოდკასტში "მონატრების ფერები" მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების ტრაგიკულ დღეს იხსენებს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ შვილის, ნუცას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ უნივერსიტეტიდან შეატყობინეს.