რა კადრები ვრცელდება თბილისის ერთ-ერთი საწარმოდან - "სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, ტკბილეულს რეალიზაციის მიზნით აფასოებდა"
თბილისში სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო დამფასოებელი საწარმო გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმის დამფასოებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
ინდმეწარმე ვ. ჯ. ( მის: ქ. თბილისი, აგლაძის 32) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, სხვადასხვა დასახელების ტკბილეულს რეალიზაციის მიზნით აფასოებდა.
კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.