რა განაცხადა ნიკა გვარამიამ, გურამ როგავას გადაწყვეტილებაზე, "ფორმულას" დატოვების შესახებ
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, ჟურნალისტის გურამ როგავას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, "ფორმულას" დატოვების შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"გურამ როგავას, მშვენიერი ჟურნალისტის და ძალიან კარგი ადამიანის წასვლა ეთერიდან, ჩვენი საერთო და მძიმე პრობლემა მგონია.
ცრემლებით გაცილებას სჯობია, ის მოვიფიქროთ, როგორ მოვაგვაროთ კრიტიკული არხების უმძიმესი პრობლემები და გურამიც დაბრუნდეს და სხვებიც არ გახდნენ იძულებულნი, სხვა საქმე ეძებონ.
თორემ შეგვრჩება მარტო “გაცილების ცრემლები”" - წერს ნიკა გვარამია.