ხატია წერეთელი საპატიმროდან გაათავისუფლეს
პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი საპატიმროდან გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, ხატია წერეთელმა ბრალი აღიარა და გამოძებასთან ითანამშრომლა, რის შემდეგაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
შეგახსენებთ, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხატია წერეთელს და კიდევ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აგვისტოში შეეფარდათ.
შსს-მ მაშინ ფარულად გადაღებული კადრებიც გაავრცელა, რომელშიც ხატია წერეთელი ფიგურირებს.
ცნობისთვის, ხატია წერეთელი მომღერლის ფსევდონიმია, მისი ნამდვილი სახელი და გვარი კი ირმა კურტანიძეა.
ასევე იხილეთ: შსს აქვეყნებს ფარულად გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ხატია წერეთელი ფიგურირებს