loader

"მეც ძალიან ვწუხვარ, ანდროს ამბავი ძალიან მაწუხებს - ჩემი პოზიცია მოგახსენეთ" - რას ამბობს ახალი თეატრის მსახიობი ეკა კახიანი, რომელიც იმ შოუს ჟიურის წევრია, რომლის გამოც თეატრის შენობიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეც ძალიან ვწუხვარ, ანდროს ამბავი ძალიან მაწუხებს - ჩემი პოზიცია მოგახსენეთ" - რას ამბობს ახალი თეატრის მსახიობი ეკა კახიანი, რომელიც იმ შოუს ჟიურის წევრია, რომლის გამოც თეატრის შენობიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს

ცნობილი ხდება, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი ეკა კახიანი რუსთავი 2-ის იმ პროექტშია, რომლის გამოც თეატრის შენობიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს.

ის, რომ ახალ მუსიკალურ პროექტში ჟიურის წევრი იქნება, თავად ეკა კახიანიც ადასტურებს. „პირველებთან“ სატელეფონო საუბარში მსახიობი ფაქტს ადასტურებს. მისივე თქმით, ძალიან წუხს იმაზე, რომ მისი კოლეგა ახლა საპატიმროშია და იმედს იტოვებს, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ახალი თეატრის შენობიდან სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს.