loader

“საქმე აბსოლუტურად თავდაყირა დადგება - ზე­მო­დან და უფრო დი­ა­დი მო­ტი­ვით მო­დი­ო­და მკვლე­ლო­ბის საქ­მე“ - იზა ომაძის განცხადებით, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ჩვენება, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საქმე აბსოლუტურად თავდაყირა დადგება - ზე­მო­დან და უფრო დი­ა­დი მო­ტი­ვით მო­დი­ო­და მკვლე­ლო­ბის საქ­მე“ - იზა ომაძის განცხადებით, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ჩვენება, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ვითარებას რადიკალურად შეცვლის

მოკ­ლუ­ლი ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, იზა ომა­ძე აცხა­დებს, რომ წყნე­თის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, მსჯავ­რდე­ბუ­ლი დი­მიტ­რი ქვაჭ­რე­ლიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის საქ­მე­ში ვი­თა­რე­ბას რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლის.

„5 წლის წი­ნაც ვი­ცო­დი გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი, მაგ­რამ ამ­ხე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­გან, ვინც უშუ­ა­ლოდ იყო დამ­კა­ვე­ბე­ლი, ჰქონ­და გარ­კვე­ულ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მან გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი და აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა ყვე­ლა­ფერ­ზე. ეს ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას. ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის ეს იყო სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმი­ტომ, რომ მო­ტი­ვი აბ­სო­ლუ­ტუ­რად იც­ვლე­ბა. არა­ნა­ირ ლო­გი­კით არ ჯდე­ბა ის მო­ტი­ვი, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­აჟ­ღე­რა. საქ­მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­და­ყი­რა დად­გე­ბა. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ეს ჩვე­ნე­ბა. მჯე­რა, რომ ბო­ლომ­დე შეძ­ლებს ჩვე­ნე­ბის დაც­ვას. ის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა, რაც მან დღეს და­კი­თხვის დროს აღი­ა­რა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვი­დეს სრულ­ყო­ფი­ლე­ბა­ში და სა­მარ­თა­ლი უნდა აღ­სრულ­დეს. ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად",- აცხა­დებს იზა ომა­ძე.

ომა­ძე ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მკვლე­ლო­ბის უკან შე­საძ­ლოა, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი იდ­გეს. მისი გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე არ იყო მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი და „დაკ­ვე­თა ზე­მო­დან მო­დი­ო­და“.

„სა­ხე­ლებს და გვა­რებს ვერ და­ვა­სახ­ლებ, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი იყო, რომ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი განა ხელს აფა­რებ­დნენ, არა­მედ სწო­რედ დაკ­ვე­თა მო­დი­ო­და. არა ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ იყო ეს ჩა­დე­ნი­ლი, უფრო ზე­მო­დან და უფრო დი­ა­დი მო­ტი­ვით მო­დი­ო­და მკვლე­ლო­ბის საქ­მე. სახ­ლებს და გვა­რებს მე არ და­ვას­წრებ არც ად­ვო­კატს, არც გა­მო­ძი­ე­ბას . მირ­ჩევ­ნია, რომ ჯერ მათ გა­ავ­რცე­ლონ სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი. მერე მე გა­დავ­დგამ შემ­დეგ ნა­ბიჯს",- აცხა­დებს ომა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, ად­ვო­კატ თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მეკვლე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის საქ­მე­ზე, წყნე­თის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, მსჯავ­რდე­ბუ­ლი დი­მიტ­რი ქვაჭ­რე­ლიშ­ვი­ლი რუს­თა­ვის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მო­ი­კი­თხა.

დი­მიტ­რი ქვაჭ­რე­ლიშ­ვი­ლი არის ის პირი, რო­მელ­მაც ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი - აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე და­ა­კა­ვა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ქვაჭ­რე­ლიშ­ვილ­მა 5 წლის შემ­დეგ, თა­ვად გა­და­წყვი­ტა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ქვაჭ­რე­ლიშ­ვილს, ის სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზეა მსჯავ­რდე­ბუ­ლი და 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი. კერ­ძოდ კი, ქვაჭ­რე­ლიშ­ვილს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­სა და ქრთა­მის აღე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

დი­მიტ­რი ქვაჭ­რე­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მის ერთ-ერ­თმა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, გა­მო­ძი­ე­ბას უკვე გა­აჩ­ნია დე­ტა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი: მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის - აკო ჭე­ლი­ძი­სა და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძის მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი სრუ­ლი ვერ­სია, ლო­კა­ცი­ე­ბი, სა­დაც ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ტე­რი­ტო­რია, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლი იგეგ­მე­ბო­და, ასე­ვე იმ ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში წყნე­თის პო­ლი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.