loader

"თავზარდაცემულები ვართ, ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია" - რას ჰყვებიან გარდაცვლილ მამა-შვილზე ახლობლები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავზარდაცემულები ვართ, ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია" - რას ჰყვებიან გარდაცვლილ მამა-შვილზე ახლობლები?

ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში, ჯალაღონიების ოჯახში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.

როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, გუშინ გარდაიცვალა ოჯახის უფროსი, ძალიან კარგი პიროვნება ჯუმბერ ჯალაღონია. მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, კერძოდ ინსულტი მიიღო, ოჯახმა კლინიკიდან გამოიყვანა და სახლში გუშინ გარდაიცვალა. გლოვობდნენ მას და დღეს თავზარდამცემი ამბის თვითმხილველები გახდნენ. მოულოდნელად ჯუმბერის ახალგაზრდა ვაჟი, ირაკლი ჯალაღონია დაიღუპა. გლოვაა სოფელში, ყველა განიცდის მომხდარს.

“ძალიან მიჭირს საუბარი, ირაკლის მამა ინსულტით გარდაიცვალა, საავადმყოფოდან გამოუშვეს გუშინ წინ და გუშინ გარდაიცვალა. დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე კი შვილი, ირაკლი თრომბით გარდაიცვალა. გაგვანადგურა ამ ამბავმა, თავზარდაცემულები ვართ. სასწაული ვითარებაა ახლა აქ. უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს.…ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია, საყვარელი მამა შვილი აღარ არის. არავის ოჯახში დატრიალებულიყოს ასეთი ტრაგედია. სამძიმარი ოჯახის ყველა წევრს, მართლა ძალიან განვიცდი. ირაკლი დაოჯახებული იყო, ორი ბიჭის მამა იყო. უფროსი 7 წლის არის, პატარა 9 - თვის. უნდა ეხარა თავის ცოლ შვილთან და საყვარელ ადამიანებთან და ახლა აქ წარმოუდგენელი ტრაგედია ტრიალებს” – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.

ჯერ კიდევ გუშინ ოჯახი მამის გარდაცვალების სამძიმარს იღებდა. სოციალურ ქსელითაც უსამძიმრებდნენ შვილებს ჯუმბერ ჯალაღონიას გარდაცვალებას.

“წავიდა ღირსეული, გამორჩეული ადამიანი, ჩვენი ოჯახის უახლოესი, ნათელ-მირონი, ძვირფასი და საიმედო კაცი ჯუმბერ ჯალაღონია. ნათელი შენს სულს”, - დაწერა ახლობელმა სოციალურ ქსელში.

“ჯუმბერი ყველას უყვარდა, ყველა აფასებდა, ძალიან დააკლდება ჩვენს კუთხეს, ჩვენს სოფელს. გული დამწყვიტა მისმა წასვლამ. 5 საუკეთესო შვილი გაზარდა და ახლა გავიგე ეს თავზარდამცემი ამბავი, რომ დღეს დილით ირაკლი გარდაიცვალა. ამბობენ, რომ მიზეზი თრომბია. ძალიან განვიცდი, ჯერ არ ჩავსულვარ სოფელში. ძალიან გამიჭირდება იქ მისვლა. ძალიან დიდი ტკივილია ჩვენს გულში ახლა”, - გვეუბნება კიდევ ერთი ადგილობრივი.

სოციალურ ქსელით ეხმაურება მეგობრის დაკარგვას, გარდაცვლილი ირაკლი ჯალაღონიას მეგობარი და მეჯვარე დავით (დათა) შენგელია და მეგობართან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ემოციურ სტატუსს ავრცელებს: განაგრძეთ კითხვა