loader

"იმედია, ქართულ ბიზნესს ესმის "იმედის" და "პოს TV"-ის დაფინანსება რა რისკებს შეიცავს" - როგორ ეხმაურებიან დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედისა" და "პოს TV"-ის დასანქცირებას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედია, ქართულ ბიზნესს ესმის "იმედის" და "პოს TV"-ის დაფინანსება რა რისკებს შეიცავს" - როგორ ეხმაურებიან დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედისა" და "პოს TV"-ის დასანქცირებას?

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - "იმედსა" და "პოს TV"-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, "იმედსა" და "პოს TV"-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც "რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს".

აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ცნობილი სახეები:

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი: "დიდმა ბრიტანეთმა "იმედი" და "პოს TV" დაასანქცირა. ახლა გასაგებია, რატომ გაიქცა არხიდან ირაკლი რუხაძე"...

პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე: "იმედია, ქართულ ბიზნესს ესმის "იმედის" და "პოს TV"-ის დაფინანსება რა რისკებს შეიცავს. თუ არ ესმით - მაინც არ ვურჩევდი გამოცდას. განსაკუთრებით ბანკებს - ვინც საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს"...

პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: "იმედი", "პოს TV" და კამაზი რომ ერთად დაასანქცირეს, არის ამაში რაღაც მეტაფიზიკური"...

პოლიტიკოსი ნიკა გვარამია: "ვის სახაროვის პრემია, და ვის ბრიტანეთის სანქცია P.s. "იმედზე" რეკლამას ვინ მიიტანს, კარგად დავაკვირდეთ, მეგობრებო"...

პოლიტიკოსი თინა ბოკუჩავა:"გახსოვთ, ბევრი დავობდა იმაზე თუ რატომ გაასხვისა რუხაძემ იმედის წილები. როგორც მაშინ ვამბობდი, ამის მიზეზი იყო ბრიტანული სანქციების მოლოდინი. დღეს ეს დადასტურდა, რადგან დიდმა ბრიტანეთმა სწორედ "იმედი" და "პოს TV" დაასანქცირა, როგორც რუსული დეზინფორმაციის სუბიექტი/ორგანიზაციები. ისიც ბევრჯერ მითქვამს ამ მავნებელი პროპაგანდისტებისთვის საჯაროდ, ძალიან ბევრს ვმუშაობ იმაზე, რომ თქვენ დასანქცირდეთ ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობისთვის და რუსული დეზინფორმაციით ხალხის მოწამლისთვისთქო ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ არჩილ გაჩეჩილაძის ლონდონში სირბილი ვერ შეაჩერებს მასზე პერსონალური სანქციების წყევლას თუ მან ქვეყნის ბედით თამაში არ შეწყვიტა.The worst is yet to come ".

ექსპერტი გია ხუხაშვილი: "ბრიტანეთი პირველი მერცხალია, რომელსაც ევროპა მიყვება. კომპანიებო, ვინც რეკლამის განთავსების, ან სხვა სახით აფინანსებთ იმედს და პოს-ტივის. თუ ხვდებით, რა შარში ხართ და რა არის მოსალოდნელი?! ეს განსაკუთრებით ეხება კომპანიებს, რომლებიც კოტირებენ ლონდონის ან სხვა ბირჟებზე. თქვენი აზრით, რა მოუვა თქვენს აქციებს, როდესაც თქვენი სიები მიეწოდება შესაბამის ინსტიტუტებს?!"

ეკონომისტი რომან გოცირიძე: "500 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მქონე "იმედს" რომ იჩუქებ, ბრიყვი უნდა იყო. სად წაიღებს რეკლამას "ოცნების" მომსახურე ბიზნესი და მშიშარა ბანკები, "რუსთავი 2-ზე"? შემდეგი რომ "რუსთავი 2"-ია, რომელიც ოფშორებიდან შემოტანილი შავი ფულით ფინანსდება? თანაც ეს აქედან გატანილი ფულია, ზესტაფონისა და ჭიათურის მუშებისათვის მოპარული.სამართალი ურმით დადის და ადრე თუ გვიან ყველას მიადგება კარზეო".

ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი: "არ გადამრიოთ, ანუ შეიძლება, "ცეკვავენ ვარსკვლავები" აღარ იყოს?! საერთაშორისო პროექტებს რა ეშველება? რეკლამას ვინ მიიტანს? ხელფასს როგორ აიღებთ ჩემო მართლაც და დახელფასებულო ნომრიანო აგენტებო?! (რუსებზე და რუს პროპაგანდისტებზე სასვენ ნიშნებსაც კი ვზოგავ, ვინც მიცნობს, მიხვდება)".