loader

გორში, ტაქსის მძღოლმა არასრულწლოვანი გააუპატიურა - დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორში, ტაქსის მძღოლმა არასრულწლოვანი გააუპატიურა - დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტაქსის მძღოლმა, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ტყის მასივში, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოზარდზე სექსუალურად იძალადა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.