პატარა კირა, რომელიც დაბადებისას 700 გრამს იწონიდა, სახლში გაწერეს: რა ვიდეოს ავრცელებს კლინიკა
ბათუმის, Bau International Hospital-ი პატარა კირას ამბავს ავრცელებს, რომელიც დაბადებისას 700 გრამს იწონიდა. როგორც ირკვევა გოგონა ორსულობის 28-ე კვირაზე გაჩნდა. მედიკოსების ცნობით, ბევრი ბრძოლის შედეგად კირა მოქიავა, რომელიც 2 თვე ნეონატოლოგიურ განყოფილებაში იმყოფებოდა, სახლში გაწერეს
"იყო უიმედო დღეები, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით, ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, პატარა კირამ და ჩენმა მედიკოსებმა კიდევ ერთი დიდი გამარჯვების ისტორია დაწერეს! კირა დღეს უკვე სამ კილოზე მეტს იწონის და ჯანმრთელი აგრძელებს სიცოცხლეს სახლში, სადაც ასე ელოდნენ“ - წერია Bau International Hospital-ის გავრცელებულ ვიდეოს კომენტირებისას.