ვლადიმერ პუტინმა რინგზე ქართველი ჩემპიონის დამარცხებით გაიხარა
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა ფალავანმა გურამ გუგენიშვილმა ამერიკელ კენი გარნერთან, რომელიც ორი წლის წინ რინგზე დამარცხებული ჰყავდა, ამჯერად სენსაციურად წააგო და მძიმე წონაში M-1 Challenge-ის ჩემპიონის ქამარი დათმო (იხილეთ ვრცლად).
ბრძოლა სანკტ-პეტერბურგში, ტურნირ "M-1 Global 2 - თეთრი ღამეების" ფარგლებში გაიმართა და მას თვით რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრო, რომელმაც რინგიდან ჩამოსულ გამარჯვებულს პირადად მიულოცა ქართველი მებრძოლის დამარცხება.
ვიდეორგოლში კარგად ჩანს რუსეთის პირველი პირის უზომოდ კმაყოფილი სახე და ჟესტი ხელით - "ყოჩაღ, კარგია!"
ასევე იხილეთ: გურამ გუგენიშვილმა M-1-ის ჩემპიონის ქამარი სენსაციურად დათმო