დაღუპულია 2 და დაშავებულია 1 ადამიანი - უმძიმესი ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე
ქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 1 ადამიანი.
დაშავებული ადგილობრივ კლინიკაშია გადაყვანილი.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Ajaratimes ავრცელებს.
შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახნენ.