loader

"საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა" - თბილისში მომხდარი დანაშაულის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა" - თბილისში მომხდარი დანაშაულის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც მისი დედა - 1965 წელს დაბადებულმა თ.ლ. დაიჭრა. დაჭრილი ქალი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ორი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.