რა თქვა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე?
თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო - ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის - „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირების საკითხზე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააცნო.
როგორც კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი.