loader

ცნობილი ხდება იმ კაცის ვინაობა, რომელიც გაზის ღუმელის აფეთქებას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი ხდება იმ კაცის ვინაობა, რომელიც გაზის ღუმელის აფეთქებას ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი კაცი, 42 წლის ლევან მელიქიშვილია. მელიქიშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თვითნებურად დამონტაჟებული კუსტარული გაზის ღუმელის აფეთქების მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას prime time ავრცელებს.

დედოფლისწყაროს გაზის კომპანიის დირექტორის, თემურ გოგილაშვილის განმარტებით, გამათბობლის თვითნებური მონტაჟის შესახებ კომპანიისათვის მხოლოდ შემთხვევის შემდეგ გახდა ცნობილი.

დაზარალებული მამაკაცი კატასტროფის სამსახურის ჯგუფმა რაიონული კლინიკიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ლევან მელიქიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.