loader

"მასთან დაშორებას ოჯახის დანგრევას ვერ დავარქმევ, რადგან ლევანი ყოველ კვირას ჩვენთანაა" - რას ჰყვება მაია კაჭკაჭიშვილი ყოფილ მეუღლეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მასთან დაშორებას ოჯახის დანგრევას ვერ დავარქმევ, რადგან ლევანი ყოველ კვირას ჩვენთანაა" - რას ჰყვება მაია კაჭკაჭიშვილი ყოფილ მეუღლეზე?

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი "თბილისელებთან" თავისი ცხოვრების პერიოდებზე საუბრობს, სადაც მან მისი ყოფილი მეუღლის, ლევან ლაზარიშვილის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

– რამდენი წელი იყავით შენ და ლევან ლაზარიშვილი ცოლ-ქმარი, არასოდეს გინანია მასთან დაშორება და ოჯახის დანგრევა?

– მე და ლევანი ექვსი წელი ვიყავით ცოლ-ქმარი და მასთან დაშორებას ოჯახის დანგრევას ვერ დავარქმევ, რადგან ლევანი ყოველ კვირას ჩვენთანაა, კარგი ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ერთ სახლში აღარ ვცხოვრობთ, თორემ, ლევანის ოჯახი და ჩემი ოჯახი სულ კონტაქტზე ვართ, ნებისმიერ ღირსშესანიშნავ დღეს, დაბადების დღეებზე და ასე შემდეგ, მთელი სანათესაოთი. ვერც კი აღვიქვამთ, რომ რამე დავანგრიეთ.