loader

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა - "დაფიქსირდა 30 დრონი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა - "დაფიქსირდა 30 დრონი"

"მას­შტა­ბუ­რი რე­ი­დის დროს, აფხა­ზეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 30 დრო­ნი და­ფიქ­სირ­და", - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა, ად­გურ გუმ­ბამ გა­ნა­ცხა­და.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მა­ნამ­დე დრო­ნე­ბის ცალ­კე­უ­ლი შეფ­რე­ნის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და - სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით, 5-7 დრონ­ზე, მაგ­რამ ეს შემ­თხვე­ვე­ბი არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კის გა­მოწ­ვე­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად."გუ­შინ ჩვენ უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო, მა­სი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით.

დღეს, რო­დე­საც ამ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის შემ­თხვე­ვე­ბი არა­ერთ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში და­ფიქ­სირ­და, და­სა­მა­ლი არა­ფე­რია: აფხა­ზე­თი­სა და რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ერ­თად მუ­შა­ო­ბენ“, - თქვა მან.

გუმ­ბას თქმით, აღ­მო­ჩე­ნი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 30 დრო­ნი­დან 99% გა­ნად­გურ­და. ფრაგ­მენ­ტე­ბი კი 11 და­სახ­ლე­ბა­ში იპო­ვეს.

"ჩვე­ნი და­ნა­ყო­ფე­ბი ცდი­ლო­ბენ დრო­ნე­ბი ისე გა­ა­უვ­ნებ­ლონ, რომ ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი დრო­ნი და მისი ფრაგ­მენ­ტე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ შე­ნო­ბებს არ და­ე­ცეს“, - თქვა გუმ­ბამ.