loader

ხმაური "უროლოგიის ცენტრში" - გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა კლინიკაში შუშები ჩალეწეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური "უროლოგიის ცენტრში" - გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა კლინიკაში შუშები ჩალეწეს

ხმაური "უროლოგიის ცენტრში" - გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა კლინიკაში შუშები ჩალეწეს. ახალგაზრდა ქალის სიკვდილში ოჯახი კლინიკის ექიმს ადანაშაულებს, რომელმაც პაციენტ შარდ-კენჭოვანი დაავადების ენდოსკოპიური ოპერაცია ჩაუტარდა.

ალაზოვები ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციისთვის მისულ გოგოს, ოპერაციის მეორე დღეს გართულებები დაეწყო, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

დილიდან კლინიკაში პოლიციაა მობილიზებული. ოჯახი ახლა პასუხებს ელოდება - რა მოხდა საოპერაციო ოთახში და რას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე.

კლინიკა მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იხსნის - კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათთვსჯერ დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია გართულება, რომელმაც საბოლოდ 23 წლის გოგოს სიცოცხლე შეიწირა.

წყარო "Tv პირველი"