"ვუთხარი, ლაზერით თუ საშიში იქნება, ჩვეულებრივი ოპერაცია გაუკეთეთ-თქო..." - რას ამბობს ოჯახის წევრი 23 წლის გოგოზე, რომელიც თბილისში, კენჭის მოცილების ოპერაციის შემდეგ დაიღუპა?
თბილისში, 23 წლის გოგო კენჭის მოცილების ოპერაციის შემდეგ დაიღუპა.
"გვითხრეს, არაფერი საშიში არ არისო. ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. შეიყვანეს ოპერაციაზე, მეორე დღეს დარეკეს, ყველაფერი ნორმალურადაა და ყველაფერი მოწესრიგებულიაო, 4 საათზე დარეკეს, ძალიან ცუდად არისო. ვუთხარი, ლაზერით თუ საშიში იქნება, ჩვეულებრივი ოპერაცია გაუკეთეთ-თქო. არა, არაფერი არ იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. 23 წლის ბავშვი კარგ ხასიათზე, თავისი ფეხით მოვიდა, ოპერაცია გაიკეთა და მეორე დღეს გარდაიცვალა", - ამბობს გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრი "TV პირველთან".
ასევე იხილეთ: რას ამბობს "უროლოგიის ცენტრის" ხელმძღვანელი 23 წლის გოგოს გარდაცვალებაზე?