loader

ცეცხლში გახვეული ირანი - როგორ გამოიყურებოდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ თეირანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეცხლში გახვეული ირანი - როგორ გამოიყურებოდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ თეირანი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყეს. თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურაა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანში წუხელ აფეთქებების ხმა ისმოდა, რაც დედაქალაქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებით იყო გამოწვეული.

ცეცხლი ახლომდებარე კუხსარის ბულვარსაც მოედო, სადაც, თვითმხილველების თქმით, სახლები და მაღაზიები იწვოდა.