"კატასტროფულ მდგომარეობაშია! გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს პრობლემა დროულად!" - რა კადრები ვრცელდება ხაშურიდან?
"ზემო სერის სასაფლაოს მისასვლელი გზა კატასტროფულ მდგომარეობაშია. დღეს იქ მიცვალებულის მიყვანა ფაქტობრივად შეუძლებელია — თუ ვერტმფრენი არ გყავს.
წლებია ვიძახი და ვითხოვ, რომ ეტაპობრივად მაინც გაკეთდეს სასაფლაოს მისასვლელი გზა, მაგრამ როგორც ჩანს ამ პრობლემას ყურადღებას არავინ აქცევს.
ნუთუ, მართლა უნდა დაველოდოთ ისეთ დღეს, როცა მიცვალებულის სასაფლაოზე მიყვანაც კი ვერ მოხერხდება? ეს არის ელემენტარული პატივისცემა გარდაცვლილებისა და მათი ოჯახების მიმართ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს პრობლემა დროულად, რადგან ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს ჩვენი ახლობლების დაკრძალვა არსებულ სასაფლაოებზე. იმედია, შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ამ საკითხს ბოლოს და ბოლოს ყურადღებას მიაქცევენ და გზის მოწესრიგება დაიწყება" - ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ-გვერდზე "ხაშური ჩემი ქალაქია" ქვეყნდება.