"ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"ამასაც მოვესწარით, თურმე, ესენი თბილისში პაშინიანს ეხვეწებოდნენ, როგორმე ევროპასთან და ამერიკასთან დაგვილაგე საქმეო.
არადა ჩემ დროს ევროკავშირი მთხოვდა როგორმე სომხეთთან დაგვილაგეო და თუ როდისმე სომხეთი დაგვჭირდებოდა როგორც შუამავალი, ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი." - წერს მიხეილ სააკაშვილი.