loader

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე მისი ცხედარი სპორტის სასახლეში დაასვენეს, სადაც სამი საათის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სამგლოვიარო ცერემონიის დაწყებამდე რამაზ შენგელიას ხსოვნას სასახლეში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო, შემდეგ კი ვეტერანი ფეხბურთელი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილა.

წარსულში ცნობილი თავდამსხმელი, რომელიც დღემდე ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე პრეზიდენტი იყო, წლების გნმავლობაში ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოში" თამაშობდა. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებულ 26 შეხვედრაში გატანილი აქვს 10 გოლი. ევროტურნირებზე ნათამაშებ 37 შეხვედრაში კი - 19 გოლი. რამაზ შენგელია იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ერთ-ერთი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ასევე საბჭოთა კავშირის თასის გამარჯვებული, უეფა-ს თასების თასის მფლობელი და საბჭოთა კავშირის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი.

იხილეთ:
- რამაზ შენგელიას გოლები
- რამაზ შენგელიას გარდაცვალებას რუსული მედია ეხმაურება