რას ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე?
„თუ განბაჟება იმდენად გაძვირდა, რომ ადამიანი ფიზიკურად ვეღარ შეიძენს ასეთ ავტომობილს, მყიდველისთვის რა იცვლება?!“, - ასე ეხმაურება ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილებაში კორექტირება შევიდა და მოქალაქეები მანქანების შემოყვანას და რეგისტრაციას შეძლებენ, თუმცა გაზრდილი აქციზის გადახდა მოუწევთ. კერძოდ, პრემიერის განცხადებით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანაზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი (კუბურ სანტიმეტრზე).