loader

"მთავარი პირობა ვერ შეუსრულა ივანიშვილმა - კონტრაქტის მთავარი პუნქტი, ამ პუნქტის დარღვევაა ყველაზე სახიფათო ამათთვისაც და ბიძინასთვისაც" - რას წერს ვახო სანაია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავარი პირობა ვერ შეუსრულა ივანიშვილმა - კონტრაქტის მთავარი პუნქტი, ამ პუნქტის დარღვევაა ყველაზე სახიფათო ამათთვისაც და ბიძინასთვისაც" - რას წერს ვახო სანაია?

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს:

"რეჟიმის წარმომადგენელს - კლინიკის უფროსსა და პროპაგანდისტს - ნინო ნადირაძეს უთქვამს, მე რესტორანში დიდი ხანია, აღარ დავდივარ, ჩაფურთხების მეშინიაო. მარტო მე კი არა, სხვა ქოცებიც ასე არიანო. სინამდვილეში ქალბატონი ნინო ჩვენ კი არ გვსაყვედურობს ( ჩვენ უბრალოდ ვძულვართ და სიკვდილს გვისურვებს), საყვედური ბიძინას ეკუთვნის, რატომ ვერ გაგვანადგურა აქამდე, რომ შემდეგ ქალბატონმა ნინომ რესტორანში მშვიდად იაროს.სინამდვილეში აქ მხოლოდ რესტორანი არ იგულისხმება. ქალბატონი ნინო ვერც სხვა ადგილებში გრძნობს თავს დაცულად, რადგან ეშინია, რომ სიმართლეს ეტყვიან. სიტყვის შიშია მთავარი და არა ფურთხის. ფურთხის ხსენება ნამდვილი ფიქრების დასამალად სჭირდება.ქალბატონ ნინოს ყველაფერი აქვს ცხოვრებაში კომფორტისთვის, მხოლოდ ერთი დეტალი აკლდება - ჩვენ არ უნდა ვარსებობდეთ. ეს ერთადერთი პრეტენზია აქვს ბიძინასთან. ქალბატონმა ნინომ და ბიძინამ ერთმანეთს კონტრაქტი დაუდეს : მე - კარგი და მშვიდი ცხოვრება, შენ - დიქტატურა, გარუსების მოწინააღმდეგეები - ციხეში, ემიგრაციაში ან სულაც ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ, მთავარია, ჩემი კომფორტისთვის პრობლემების შექმნა ვერ გაბედონ.

როგორც არარაობა შალვა რამიშვილი იტყოდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს. უფრო სწორედ, ერთი ნაკლი მაინც გამოსჭვივის - ჩვენ ვერ გაგვანადგურა. ხედავთ, როგორი იდენტურია ყველა ქოცის სურვილი? შინაარსობრივად ნადირაძე და რამიშვილი ერთსა და იმავეს ამბობენ.ამის გაგრძელებაა კიდევ ერთი არარაობის, "უცნობის" სიტყვები - როგორ სიმწრით ინატრა, პოლიტპატიმრის დედა განადგურებული ნახოს; როგორი გაბოროტებულია, როგორ თუ არ გატყდა ქალი, რომელსაც შვილი დაუჭირეს; როგორი სიძულვილით ლაპარაკობს, რადგან გრძნობს, რეჟიმის ეგ ,,ლოდკა", რომელშიც ბოლომდე გაიხრწნა, ჩასაძირადაა განწირული. მასაც იგივე პრეტენზია აქვს ბიძინასთან, რაც იმ ზემოთ ნახსენებ ორს - ნადირაძესა და რამიშვილს.

ესენი ერთმანეთში კი არ შეთანხმებულან ასე და ასე ვთქვათო, არამედ ძალიან ბუნებრივად ლაპარაკობენ ამაზე, რადგან ამ შემთხვევაში ნამდვილია მათი განცდები - მხოლოდ ჩვენი არსებობა უშლით ხელს თავიანთ უბადრუკ ცხოვრებაში. მთავარი პირობა ვერ შეუსრულა ივანიშვილმა - კონტრაქტის მთავარი პუნქტი. ამ პუნქტის დარღვევაა ყველაზე სახიფათო ამათთვისაც და ბიძინასთვისაც, რადგან გრძნობენ, როგორ მიიყვანს ეს დარღვეული პირობა დამარცხებამდე.

რაო, ვერ მოგვერიეთ ,,30 აკაცუკს"?! ჩვენ ვიბრძვით, არაფრის გვეშინია და ჩამოვაქცევთ კიდეც ამ რეჟიმს. აი, თქვენ კი წუწუნებთ, თქვე საწყლებო. სად გინახავთ, ვინმე ამბობდეს, ყველაზე ძლევამოსილად ვგრძნობ თავსო და თან წუწუნებდეს, ეს რა დღეში ჩავვარდიო ?! გლობალური ომის პარტიის დამმარცხებლები რესტორანზე მოთქვამთ, კაცო?!" - წერს ვახო სანაია.