loader

ვრცელდება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის პირველი მიმართვა - "მე მამა და ცოლი დავკარგე. ჩემმა დამ შვილი და ქმარი დაკარგა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის პირველი მიმართვა - "მე მამა და ცოლი დავკარგე. ჩემმა დამ შვილი და ქმარი დაკარგა"

ჩვენი მოწამეებისთვის შურს ვიძიებთ, - ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის პირველ განცხადებაშია ნათქვამი.

„მე მამა და ცოლი დავკარგე. ჩემმა დამ შვილი და ქმარი დაკარგა. გარწმუნებთ, არ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი მოწამეებისთვის შურს ვიძიებთ. საქმე მხოლოდ ჩვენი უზენაესი ლიდერის მოწამეობრივ სიკვდილს არ ეხება. საქმე ყველა ჩვენს თანამემამულეს ეხება, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ“, - აცხადებს ხამენეი.

მისი თქმით, ირანმა მიყენებული ზარალისთვის კომპენსაცია უნდა მიიღოს.

„ხალხს ომის დროს მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაურდეს. ჩვენ კომპენსაციას მოვითხოვთ. თუ ისინი ამას არ დათანხმდებიან, მაშინ მათ აქტივებს გავანადგურებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.