loader

"სა­კე­ის­რო კვე­თით იმ­შო­ბი­ა­რა... ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე ცუ­დად იყო" - რას ამბობენ ქუთაისში 20 წლის გოგოზე, რომელიც მშობიარობიდან 2 კვირაში დაიღუპა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სა­კე­ის­რო კვე­თით იმ­შო­ბი­ა­რა... ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე ცუ­დად იყო" - რას ამბობენ ქუთაისში 20 წლის გოგოზე, რომელიც მშობიარობიდან 2 კვირაში დაიღუპა?

ქუ­თა­ის­ში, მშო­ბი­ა­რო­ბი­დან ორ კვი­რა­ში 20 წლის გოგო - ლიკა ტალახაძე გარ­და­იც­ვა­ლა.

ახალგაზრდა ქალმა სა­კე­ის­რო კვე­თით იმ­შო­ბი­ა­რა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა გახ­და ზუს­ტად გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

ადგილობრივი მედიის, KutaisiToday.ge-ს ცნობით, გუშინ ლიკა ტალახაძის ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად ქუთაისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადაიყვანეს.

გამოცემამ სოციალურ ქსელში კადრებიც გაავრცელა - ადგილზე გოგონას ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილები.

"ყველაფერს ვიფიქრებდი და ვერასოდეს ვიფიქრებდი შენზე წარსულში ლაპარაკს ჩვენო ლიკუნა, ჩვენო ფერია გოგო. როგორ გაგვანადგურე დღეს ყველა. არ ვიცი სიტყვები არ მაქვს, ეს რა ტკივილია. მეკითხებიან ვინ იყო შენიო - შენ ჩემი ფიქროს მულისშვილი არ ხარ მარტო, თქვენ ყველა ჩემი ოჯახის წევრები ხართ. უფალს ებარებოდე ჩვენო ანგელოზო, გული მომიკალი. თქვენი ტკივილი მტკივა ჩემო ძვირფასებო, აქ სიტყვას ძალა აღარ აქვს უკვე...

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე ცუ­დად იყო. გუ­შინ კლი­ნი­კა­ში და­ი­ღუ­პა...

რამდენი მოგონება დამიტოვე… გული ძალიან მატკინე, არვიცი, რა ვთქვა, არ მინდა დაჯერება… ბოლო წამამდე ერთმანეთს ვაჯერებდით, რომ ტყუილი იყო. გაგვანადგურე ლიკუუ… არ იმსახურებდი შენ ასეთ დასასრულს და არც ჩვენი სადაქალო… ყველას უზომოდ მოგვენატრები…შენთან ერთად ჩვენც გაგვანადგურე...

ეს რა საშინელი ამბავი გავიგე, ვიზიარებ ამ დიდი ტკივილს...

ღმერთო, როგორი კარგი გოგოა, გული გამიჩერდა, რა საშინელებაა.. რა ხდება, რატომ გვტოვებს ასეთი ანგელოზებიიი ღმერთო...

ვიზიარებ, რა საშინელებაა, როგორი ანგელოზია, ღმერთო, გამძლეობა ოჯახს და ახლობლებს" - წერენ სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები.