loader

რა გახდა მშობიარობიდან 2 კვირაში 20 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი? - კლინიკა "ბომონდი" განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გახდა მშობიარობიდან 2 კვირაში 20 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი? - კლინიკა "ბომონდი" განცხადებას ავრცელებს

კლინიკა "ბომონდი" 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

20 წლის ლიკა ტალახაძემ 2 კვირის წინ საკეისრო კვეთით სენაკში იმშობიარა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

„პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.

"კლინიკა ბომონდში" პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.

ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

"კლინიკა ბომონდი" პაციენტის ოჯახს უსამძიმრებს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე იხილეთ: "სა­კე­ის­რო კვე­თით იმ­შო­ბი­ა­რა... ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე ცუ­დად იყო" - რას ამბობენ ქუთაისში 20 წლის გოგოზე, რომელიც მშობიარობიდან 2 კვირაში დაიღუპა?