"დღეს ექიმს შევხვდი... ძალიან ვნერვიულობ... გთხოვთ, თანხის ჩარიცხვა შეწყვიტოთ, ამ ეტაპზე საკმარისია" - ლიკა გაგნიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს
"დღეს ექიმს შევხვდი. გენეტიკური ტესტი გამიკეთეს, პასუხი 1 თვეში იქნება და ამით გადაწყდება როგორი ტიპის მკურნალობა დამჭირდება. გთხოვთ, თანხის ჩარიცხვა შეწყვიტოთ, ამის საჭიროება აღარ არის" - ვიზაჟისტი ლიკა გაგნიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ ლიკამ თურქეთიდან ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი ხელმეორედ დაუსვეს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა.
ლიკა გაგნიძე სოციალურ ქსელებში პოპულარული თავისი იუმორისტული ვიდეოებით გახდა.