"ბინის მესაკუთრეებმა ერთადერთი რამ უნდა გაითვალისწინონ" - რა უნდა იცოდეთ, თუ ბინა გააქირავეთ, დამქირავებელი კი თანხას არ გიხდით
საკეტის გამოცვლა, ბინაში კომუნალურების გამორთვა თუ სასამართლოში დავის დაწყება?! უძრავი ქონების მეპატრონეები ბოლო დროს ხშირად ჩივიან, რადგან გაქირავებულ ბინას ან უკან ვერ იბრუნებენ ან სასამართლო დავაში ენერგიასა და დიდ დროს ხარჯავენ.
გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები აწესრიგებს, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალა.
პრობლემა 2011 წლიდან, ანუ მას შემდეგ შეიქმნა, რაც კანონი შეიცვალა და დღეს, როცა ბინის მფლობელი დახმარებისთვის პოლიციას მიმართავს, მას სასამართლოში ამისამართებენ, სადაც საქმის წარმოება შესაძლებელია წლობით გაგრძელდეს.
კანონის ძალით მოქალაქეები, თაღლითურ სქემებს ქმნიან, უძრავი ქონების გაქირავება კი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ძირითადი შემოსავლსი წყაროა. ზიანის ანაზღაურების შანსები არსებობს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დამქირავებელს ქონება არ გააჩნია, თანხის ამოღება ვერ მოხდება.
ამ სიტუაციაში დისკომფორტის თავიდან არიდებისთვის დარგის სპეციალისტების რეკომენდაციია, რომ მეპატრემ კანონიერი მეთოდებით თავად უნდა მიიღოს შემზღუდავი ზომები რაც წერილობითი ხელშეკრულების გამოფრმებასა და თანხის ლეგალური გზებით გადახდას მოაზრებს.