"ახლა რასაც გეუბნებათ გატყუებთ...მე და თქვენ ვიკამათოთ?" - რა მოხდა ფასების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე?
„თქვენ გვიმტკიცებთ, რომ არ გაქვთ „ქეშბექი“, მიმწოდებელს, დისტრიბუტორს შემოაქვს თავის ღირებულებით და თქვენ არაფერს შემდგომში არ ამატებთ მას“- ასე მიმართა ნინო წილოსანმა „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელ დირექტორს თემურ ალექსანდრიას, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიმართა.
დეპუტატმა კომპანიის წარმომადგენელს ჰკითხა, რამდენი აქვს კომპანიას „ქეშბექი“, რაზეც „ნიკორას“ აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა, რომ სოციალურ პროდუქტებზე თითქმის არ აქვთ, სხვა პროდუქტებზე კი სახეობების მიხედვით ჩამოთვლა გაუჭირდება.