loader

ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა - ტრაგედიის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა - ტრაგედიის დეტალები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჭაბუკიანის მიმართულებით მიმავალ გზაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა Ford-ის მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.