loader

მეუფე შიო და ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეუფე შიო და ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებენ

როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა. ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას , - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია II-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შიო მუჯირმა აღნიშნა, ღამის საათებში თურქეთიდან რეანიმატოლოგი ჩამოვა, რომელიც პატრიარქის მდგომარეობას შეაფასებს.

“ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით. თურქეთიდან ღამის 01:00 საათისთვის ველოდებით რეანიმატოლოგს. ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული. ელოდებიან, როგორი დინამიკა იქნება პატრიარქის მდგომარეობის იმისთვის, რომ განსაზღვრონ შემდგომი მოქმედება. მთავარია, ყველამ ვილოცოთ, მთელმა საქართველომ, მისი ჯანმრთელობისთვის.

ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას. ვფიქრობ, საღამოს რაღაც გვეცოდინება. როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა”, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.