loader

ილია II საპატრიარქოშია დასვენებული, მოგვიანებით სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილია II საპატრიარქოშია დასვენებული, მოგვიანებით სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ

არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კლინიკიდან საპატრიარქოშია გადასვენებული.

დავითაშვილის განმარტებით, პატრიარქს რამდენიმე საათში, ან ხვალ გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში.

“პირველ რიგში, გეტყვით, რომ საუბარი ძალიან მიმძიმს, უბრალოდ გეტყვით, რომ აპატიოსნებენ მის უწმინდესობას, ვფიქრობ, ორ საათში გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, ან ხვალ დილით, ზუსტად არ არის გადაწყვეტილი", - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გააკეთა.