loader

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

მომდევნო დღეების განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, კვირას, 22 მარტს კი პატრიარქს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

მრევლი სამების საპატრიარქო ტაძარში მთელი დღის განმავლობაში იკრიბებოდა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.