loader

რა ხდება ბათუმში, ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესზე, რომელთაგან ერთ-ერთი ქალი მელანია ზოიძეა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ბათუმში, ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესზე, რომელთაგან ერთ-ერთი ქალი მელანია ზოიძეა?

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს, ე.წ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე პი­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი იმარ­თე­ბა. პრო­ცე­სე­ბი 10:00 და 13:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.

საქ­მეს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვი­ლი გა­ნი­ხი­ლავს.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სა­სა­მარ­თლოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს სთა­ვა­ზე­ბენ.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ სა­სა­მარ­თლომ მათი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, და­კის­რე­ბუ­ლი გი­რა­ოს ოდე­ნო­ბა თა­ვად მო­სა­მარ­თლემ გან­სა­ზღვროს.

რო­გორც ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ და თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ.

ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, რომ ამ­ჟა­მად "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 17 პი­რის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბულ­თა მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვს, ხოლო ქალი ბრალ­დე­ბუ­ლის, მე­ლა­ნია ზო­ი­ძის მი­მართ 7000 ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს.

„ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან" კავ­შირ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არი­ან: ბა­ჩა­ნა ჯა­ყე­ლი, უჩა ჯა­ყე­ლი, რა­მაზ მა­მუ­ლა­ძე, ბად­რი ასა­კუ­რი­ა­ნი, გი­ორ­გი დუმ­ბა­ძე, თენ­გიზ თავ­დგი­რი­ძე (სხდო­მას არ ეს­წრე­ბა, მას და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი), რა­მაზ კა­ხი­ძე, ხვი­ჩა დუმ­ბა­ძე, მა­მუ­კა ხა­რა­ბა­ძე, ტა­რი­ელ დე­ვა­ძე, ბად­რი ჩიკ­ვა­ი­ძე, უჩა არ­თმე­ლა­ძე, ტა­რი­ელ კა­ხი­ძე, რა­მინ ჭა­ნი­ძე, რე­სან ბოლ­ქვა­ძე, როინ დუმ­ბა­ძე, მე­ლა­ნია ზო­ი­ძე.

პრო­ცე­სი­სას ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი დუმ­ბა­ძე სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­იყ­ვა­ნეს. მან სა­სა­მარ­თლო­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა ითხო­ვა.

“ვერ დავ­რჩე­ბი სხდო­მა­ზე, არ შე­მიძ­ლია გთხოვთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეთ”, - მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლეს. თა­ვის მხრივ მო­სა­მარ­თლე თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი ბრალ­დე­ბულს და­ა­ტო­ვე­ბი­ნა, ად­ვო­კა­ტის თქმით, დუმ­ბა­ძეს სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი აქვს. სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გი­ორ­გი დუმ­ბა­ძის დე­დაც შე­უძ­ლოდ გახ­და ისიც გა­იყ­ვა­ნეს გა­რეთ.

მის­მა ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლოს 20 000-ლა­რა­ნი გი­რაო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­რან­ტი­ით შეს­თა­ვა­ზა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი დღის წინ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში ბრალ­დე­ბით 72 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის სამი ქა­ლია. და­კა­ვე­ბუ­ლებს 15 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

გა­ნახ­ლე­ბა: 13:20ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვილ­მა "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 16 პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, აქე­დან ერთს, თენ­გიზ თავ­დგი­რი­ძეს, და­უს­წრებ­ლად. ამას­თა­ნა­ვე, ქალ ბრალ­დე­ბულს, მე­ლა­ნია ზო­ი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 7000 - ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და.

სა­ერ­თო ჯამ­ში დღეს 17 პი­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 13 მა­ისს, 13:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა.

ავტორი: მარიკო კეკელიძე