loader

სკანდალი გრძელდება - გიორგი ნაზღაიძე სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას საქმეზე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი გრძელდება - გიორგი ნაზღაიძე სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას საქმეზე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

ტელესახე გიორგი ნაზღაიძე საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.

"საგამოძიებო უწყებაში დამიბარეს სალომე გოგიაშვილისა და ლიანა შენგელიას საქმესთან დაკავშირებით" - წერს სოციალურ ქსელში გადაცემა "სარკასტიკას" წამყვანი გიორგი ნაზღაიძე.

გავრცელებულ ვიდეოში ის ჰყვება, რომ სალომე გოგიაშვილი მათი გადაცემის მომდევნო სტუმარია და ეჭვობს, რომ მოწმის სახით გამოკითხვაზე დაბარება სწორედ ამას უკავშირდება.

მანამდე ლიკა შენგელიამ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქმის განსახილველად სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის ლიკა შენგელიამ 2025 წლის 10 აგვისტოს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დასდო ბრალი. მან დაწერა, რომ გოგიაშვილმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რაც, მისი თქმით, იმდენად მძიმე იყო, რომ გონებაც კი დაკარგა. შენგელიას Facebook-პოსტის პასუხად გოგიაშვილმა თქვა, რომ სასამართლოში ჩივილს აპირებდა, მოგვიანებით კი საჩივარი პოლიციაში შეიტანა